ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ყველა სვლა წამგებიანია.
„არაფერი გამორიცხული არ არის „ქართული ოცნებისგან“, დაიჭერენ ვაი, არ დაიჭერენ – ვუი. არცერთი არ არის მომგებიანი. ჭადრაკში „ცუნგცვანგი“ ჰქვია მდგომარეობას, როცა ნებისმიერი სვლა წამგებიანია. ამ მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“, ყველა სვლა წამგებიანია. მე მელია დაპატიმრებისთვის მენანება, ოღონდ „ქართულ ოცნებას“ გზა მშვიდობისა ნებისმიერი შეცდომისკენ. ვეცდებით, რომ ყველა შეცდომა ჩვენ მიერ ეფექტურად იყოს გამოყენებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ყველა შეცდომა გვაწყობს „ქართული ოცნების“, ოღონდ გვეშინია იმის, რომ ეს შეცდომები მარტო „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს. ეგ არის პრობლემა, თორემ მაგათი თავი წყალს და მეწყერს წაუღია“, – განაცხადა ბობოხიძემ.