ჩვენ ნიკა მელიას გადავეფარებით- შალვა ნათელაშვილი

ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დამჭირდებოდა მოსვლა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისში და მით უფრო, მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების დაგმობა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ეს შეძლო ერთადერთმა კაცმა სამყაროში, მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი და ეს სახელი და გვარი უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში სერგო ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეთა გვერდით. ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რეჟიმი გავუშვათ მშვიდობიანად, მაქსიმალურად ხავერდოვანი მეთოდებით, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდით განვლილ პერიოდში, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასე გაერთიანებული ოპოზიცია. საერთო მიზანმა შეგვკრიბა რომ ოკუპანტების მიერ დასმული რეჟიმი მოვაცილოთ ქვეყანას და მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს, თუნდაც მოწინააღმდეგეებს რომ მათ ერთი თმა არ ჩამოუვარდეთ, რაც სხვათაშორის ვერ გაითვალისწინა ბატონმა ტრამპმა, როდესაც თავისი მომხრეები დაძრა კაპიტოლიუმზე და ხუთი კაცი მოკლეს. ჩვენ ხომ არ გაგვიკეთებია ამდაგვარი რამ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები და ოპოზიციონერები 20 ივნისს ხალხის მიერ სპონტანურად გამართულ აქციაზე მივიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share