“ჩიგოგიძემ შვიდჯერ დამირეკა… დღეს ისე მისცა ხმა, მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია”…

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ მას გუშინ, 15 თებერვალს რამდენჯერმე დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერდა: “ქართული ოცნების ერთი დეპუტატი გუშინ მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ვუთხარი, რომ არაფერი შენთან სალაპარაკო არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, იქნება, დანარჩენს მერე მოგახსენებ, არ იქნება და მე დაგირეკავ და მე თვითონ გნახავ. შვიდჯერ დამირეკა. დღეს ისე მისცა ხმა, მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია… …ვასილ ჩიგოგიძე, ადამიანი, რომელსაც, რომ ჰკითხო ღირსეულია…ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას . შეთანხმებული  იყო ყველაფერი,ხელიც გვქონდა ერთმანეთისთვის ჩამორთმეული. მე პირადად ვიყავი მომლაპარაკებელი და მისი რეკომენდატორი ნაციონალიურ მოძრაობაში. სრულიად გადაწყვეტილი იყო ყველა დეტალი, კამპანია უნდა დაეწყო . ბოლო სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა და უცებ დრუზა თავი ქართულ ოცნებაში.. ბატონი ჩიგოგიძე მე გავიცანი სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული ქართუ ბანკის საქმეზე… მე ამ საქმის გამო წინა პარლამენტიდან გამომაძევეს, ის კი არის იქ, სადაც არის. გუშინ შეწუხებული იყო ადამიანი, ისევე, როგორც დაწმუნებული ვარ ყველა. არ შეიძლება მოგწონდეს ადამიანის დაჭერა, რომელსაც ვერ ედავები ვერაფერს სამართლებრივად. გუშინ მეუბნებოდა ღილაკს ხელს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო.”
პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, 16 თებერვალს მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა – 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი.
You sent დღეს, 22:21-ზე
ოკ
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share