20 ივნისის გავრილოვის ღამეს, სპეცრაზმელის ტყვიით დაშავებულ მაკო გომური კიდევ ერთხელ იხსენებს წელიწადნახევრის წინ განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ იმ დღის შემდგ არა მხოლოდ მისი ცხოვრება, მთლიანად ქვეყანა შეიცვალა.
ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იქ რომ არ მივსულიყავი და ესეთ რაღაცეებზე არ ვფიქრობ ხოლმე იმიტომ რომ რაც მოხდა, მოხდა. ერთი ის ვიცი, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, მთლიანად, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასასრული უნდა ჰქონდეს ამ ახალ ეტაპს და მერე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ჯერჯერობით სადღაც შუა გზაში ვართ და იმედია ბოლოს მაგ სიტყვებს ვიტყვი – ამბობს მაკო გომური
არც ერთი წუთით არ მინანია და არ მიფიქრია ის, რომ ნეტა რატომ მომივიდა, მე იქ ვიყავი საქართველოსთვის – ამბობს 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, სპეცრაზმელის ტყვიით დაშავებული გიორგი სულაშვილი.
“მთავარ აქცენტებში” საუბრისას სულაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდების გაღებულ მსხვერპლს შედეგად ნახევრად პროპორციული არჩევნები მოჰყვა:
“არ ვთვლი, რომ 20 ივნისს ჩემი იქ გასვლა იყო შეცდომა” ამბობს – გიორგი სულაშვილი “მთავარ აქცენტებში”