დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა. უწყება მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. ამით მათ პროკურატურას უფლება მისცეს სასამართლოს მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share