“თუ ბუხართან წამოვსკუპდებით, „ოცნება“ გააგრძელებს ბოგინს“ – გურამ ჩალაგაშვილი

„მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას, მხარს ვუჭერთ სიმართლეს და ჩვენი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს იმ უსამართლობის აღსრულება, რომელსაც სჩადიან“. – აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი.

„თუ ჩვენ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ ამ უსამართლობის ჩადენის უფლებას და დავაჭერინებთ ნიკა მელიას, ხვალ ისინი მოვლენ და დაიჭერენ ოქრუაშვილის, უგულავას, გვარამიას, მერე მოვლენ ჩემთან, ლევან ხაბეიშვილთან და ა.შ. საბოლოო ჯამში, დარჩება „ქართული ოცნება“, ზებრა, პინგვინი, ლეიმურაზი და ა.შ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ჯავშანჟილეტების ჩაცმას, არ მგონია, ამ შენობაში იყოს მსოფლიო დონის პირველი ტერორისტი დამალული, არ მგონია ტანკებით აპირებდნენ შემოსვლას, სამართალი არის ჩვენს მხარეს, ნიკა მელიას მხარეს. ასე რომ, დავიცავთ მას ბოლომდე, ვიქნებით მის გვერდით. ხვალ ვინ იქნება მის ადგილას არავინ იცის. თუ ვიქნებით ერთად მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ „ოცნების“ გაშვებას. თუ ვიქნებით დაქსაქსულები და ბუხართან წამოვსკუპდებით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ბოგინს, ბიუჯეტის ხვრას და ა.შ. ეს არ გაუვათ, მათი დღეები დათვლილია“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share