როგორც დავით ოქიტაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. მისივე ინფორმაციით, პანაშვიდები ანჩისხატის ეკლესიაში იქნება.
შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.