„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 15 თებერვალს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე უკავშირდებოდა და შეხვედრას სთხოვდა. მელია ამბობს, რომ ჩიგოგიძე შეწუხებული იყო მისი იმუნიტეტის საკითხზე და ეუბნებოდა, რომ ღილაკს თითს არ მიაჭერდა.
ამ საკითხზე ვასილ ჩოგოგიძე მელიას პასუხობს:
„მინდა ვუპასუხო ნიკა მელიას, რომელმაც გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მე მას ნამდვილად დავურეკე ექვსჯერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნიკა, მე შენი იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დავუჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი, არა, ეს არის აბსურდი.
მელიას ვურეკავდი მხოლოდ იმისთვის, რომ კვირა დღეს ტელეკომპანია მთავარში, ნიკა გვარამიას ეთერში იჯდა და მომმართა მისი ეთერიდან. თქვა, რომ ვასილ ჩიგოგიძე ახლა გურიაშია და არ ჩამოდის იმიტომ, რომ თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგანო. მომმართა, თუ შენ მე მხარს დამიჭერ, მე ტაშს დაგიკრავო.
გამიკვირდა. ჩემთვის ეს განცხადება იყო მიუღებელი და მეორე დღესვე დავიწყე მისი ნომრის მოძიება, ვიშოვე. ვურეკავდი და არ მიპასუხა, მერე ესემესი მივწერე ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და მიპასუხე- მეთქი. მერე ჩვენს საერთო მეგობარს მივმართე, რა საქციელია, რა უნდა-მეთქი. ჩვენმა საერთო მეგობარმა მას დაურეკა და მერე გადმომირეკა. მითხრა, რომ მელიას არ სურს საუბარი და მერე შეგხვდებაო.
კიდევ მივწერე, ნიკა დამელაპარაკე-მეთქი. დამირეკა და ატეხა ერთი ამბავი, რა გინდათო, რატო მაწუხებთო. ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა, რაზეო მკითხა, ამ საკითხზე-მეთქი. პანიკა, პანიკა და გამითიშა ტელეფონი.
მეტი საუბარი არ მქონია მასთან. მე ნიკა მელიასთან ადრე მქონდა შეხება, მქონდა ის ურთიერთობა, რომ ალბათ მან ჩათვალა, მე ხმას არ მივცემდი მისი იმუნიტეტის მოხსნას.
ნიკასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ისიც არის ჩემთან ნამყოფი და მეც ვარ მასთან ნაყოფი. რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომ მე თავი ვდრუზე და „ქართულ ოცნებაში“ შევედი, მინდა ვუთხრა, რომ მე თავი არსად არ მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი. „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო შემოთავაზება, რომ გამვლელ სიაში ჩაგწერთო, მაგრამ უარი ვუთხარი. ნიკას ვუთხარი, რომ ნაცებში ვერ შემოვალ რადგან 2012 წელს ნაციონალებმა მაშინ არ დამაყენეს და ახლა დამაყენებდნენ?! ორჯერ დამიჭირეს ნაციონალებმა“,- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
“თავი არსად არ მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი”- ჩიგოგოძე მელიას პასუხობს