ვხედავ რისკს, რომ ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში – კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსმა მოვლენებმა მხარეებს შორის უფრო მეტი განხეთქილება შეიძლება წარმოშვას. ამის შესახებ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დავინახე, რომ პოლიტიკურ სივრცეში ტემპერატურა კვლავ ძალიან სწრაფად იმატებს. ვხედავ რისკს, რომ მოვლენების არსებული განვითარებითა და არსებული ტრაექტორიით, ჩვენ შევალთ უფრო მეტ განხეთქილებაში. ვშიშობ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას.

რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ცნოსბითვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.

პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცეის უნდა გაიმართოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share