საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მელიას თაობაზე ბიძინა ივანიშვლს მიმართავს:
“მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე: დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი, ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან ათასგვარ სისულელეზე. არავის ამისი აღარ ჯერა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია თუ ახლა ვიღაცა ამაზე თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო მეგობრობა დადგება ფეხზე და სანქციები კი არ აგცდება არამხოლოდ, არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები, ამიტომ არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის: ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა. ახლა მოსამართლეს გამოატანიეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოა და ყველამ ვიცით, არავინ არაფერს არ ჭამს, არ დაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი, პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, რომ იმის შემდეგ დაბრუნება იქნება სრულიად შეუძლებელი.
ასე, რომ ჭკუით იყავი! მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ! ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს”- ამბობს სააკაშვილი.