რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ პირბადის ტარების წესს მეორედ დაარღვევთ

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 50 ლარით დაჯარიმდება, პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა პირველ ჯერზე 20 ლარით ჯარიმდება როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას.

პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share