თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხის წინ გამოაცხადა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ ის გირაოს არ გადაიხდის.