თბილისის საქალაქო სასამართლოში “ენმ”-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, საქმეზე მსჯელობა დასრულდა – მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა და ნიკა მელია პოლიტიკურად განეიტრალება სურს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ენმ-ს ლიდერს ფიზიკურად დაიცავენ და სამართალდამცავებს არ გაატანენ. ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. შეგახსენებთ, რომ საქმის განხილვა 6 საათი გაგრძელდა – “ენმ” -ს ლიდერი არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს.