მელია: გუშინ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს – გავრილოვის სასამართლო

“გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს – გავრილოვის სასამართლო”- თქვა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

“გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი – გავრილოვის სასამართლო. თუმც,ა ყველაზე მთავარი, ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გამოტანა გავრილოვის სასამართლო/პარლამენტმა და დღევანდელი ევრდიქტი არ ასამართლებს მხოლოდ ერთ ან ორ ცალკეულ ადამიანს, ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ხმა აიმღალა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავზობდა ქართული ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა რეზინის და დათვის ტყვიებს თვალები არ დაქუხუჭეს. თვალების დაკარგვის ხარჯზე ღირსება და თავისუფლება შევინარჩნეთ. ასამართლებენ ყველას, ვინც არის განვითარებული სახელმწიფოს მომხრე. “- თქვა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share