შალვა ნათელაშვილი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ოზურგეთის მოსახელობას შეხვდა.

ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა “ოცნება” და ამომრჩევლებს 31 ოქტომბრის შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

“ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გონი ტრადიციულად დუღს გურიაში, ჩვენგან სულ ახლოს დაიბადა უდიდესი თაყაიშვილი, კაცი რომელმაც ქაზრთული საგანძური გულიტ, ხელით ატარა და უკან დაგვიბრუნა, თქვენ წარმოიდგინეთ რას იზამდა ივანიშვილი მისთვის რომ ჩაგვებარებინა ის საგანძური, რა დაგვიბრუნდებოდა უკან, გადაირიცხებოდა პანამის ბანკში ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ექვთიმისტები და 31 ოქტომბერს, ეს ქვეყნის მძარცველები უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში.”- განაცხადა ნათელაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: