უზურპატორი მთავრობის პრემიერი გადადგა, რეჟიმი იშლება- სააკაშვილი

“უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რეჟიმი იშლება”-ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგომას.

“უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე. ეს არის დიდი გამარჯვება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა გავაფრთოვოთ. რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე. რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე.”- განაცხადა სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share