ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას მთავარი არხის მეწილე, მსჯავრდებული გიორგი რურუა ფეისბუქზე გამოეხმაურა: “არაფერი მოულოდნელი – დამონებული სასამართლო სწორედ ასე იქცევა. ქართული ოცნება მთლიანად საბჭოური მოვლენაა – აზროვნებით, მოქმედებით, გემოვნების თავისებურებით, უვიცობით, უტიფრობით”.-წერს რურუა.