დღეს ოზურგეთში „ენმ“-მ და „ძალა ერთობაშია“-მ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

დღეს, ოზურგეთში ჭადრების ბაღში, „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა მაჟორიტარობის კანდიდატის ახლო მეგობარი, გურიაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთისა და ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერები, რომლებმაც ხალხს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

სიტყვით გამოვიდა ადვოკატი შალვა რამიშვილი, მან კანდიდატს ნდობა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა. ასევე წარმატებები უსურვა მანუჩარ კვირკველიას, მსოფილო ტენორმა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც იტალიიდან ონლაინ ჩაერთო.

შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მან გურულებს „ძალა ერთობაშიას“- კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ივანიშვილის დრო დამთავრდა.

„ივანიშვილის დრო დამთავრებულია, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას. აღარავინ აღარ იქნება არავის ყმა და ხელის ბიჭი განსაკუთრებით გურიაში“- განაცხადა სააკაშვილმა.

„გურიის მოამბის“ კითხვას – თუ რას გააკეთებს პირველად გაიმარჯვების შემთხვევაში, მანუჩარ კვირკველიას პასუხი ასეთი იყო:

„გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ვაპირებ, არის მივიდე ყველა ოჯახში გურიის მაშტაბით, მოვისმინო თითოეული ადამიანის პრობლემა და დავეხმარო მათ პრობლემების მოგვარებაში. აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიტან მათ პრობლემებს და ერთად მოვაგვარებთ.“- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share