ექსპერტი, ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომას სოციალური ქსელით ეხმაურება:
“ოპოზიციას გირჩევთ, დაიწყეთ პროცესები ირაკლი კობახიძის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით, თორემ უკან დაგვრჩება ბევრი რამე ქვეყანას.
გახარიას წასვლის სიხარულზე მეტად, ის გავაცნობიეროთ, ძალაუფლების ვერტიკალი ვის ხელში რჩება და სინამდვილეში ვინ არის კობახიძე, რომელსაც სულ დავცინოდით, მან კი ყველა ძალაუფლებითი სუბიექტი მოიშორა და დღითიდღე იმყარებს ძალაუფლებას.”