„ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა, რომ გახარიას უნდა დავუფასოთ ის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც მან ქვეყანაში კრიზისი ოდნავ გააჩერა. ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
„ქართული ოცნების” დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი ადეკვატური წარმოდგენა არ აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს ხალხი არ არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მონური პრინციპის გამო შეარჩია.
დღეს, როდესაც ისინი მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ქვეყნის მომავალზე და სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენაზე საუბრობენ, თუ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები ჩამოქცეულია და არ ფუნქციონირებს, ზუსტად ან ჯგუფის დამსახურებაა. აუცილებლად მოუწევთ რიგგარეშე არჩევნები იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას დღეს ქვეყნის მართვის რესურსი არ გააჩნია. ის, ვინც ყველაზე რეიტინგული იყო მათ შორის, ის გადადგა”, –განაცხადა ჭიჭინაძემ.