საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარება არალეგიტიმურია, შესაბამისად, მისი თქმით, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.
“ბუნებრივია, ჩვენ თუ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე, ეს გარკვეულწილად აბსურდული ქმედებებია, მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ჯგუფზე ადამიანებისა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გააჩნიათ ბერკეტები, შტურმის, დაპატიმრების, დატუსაღების და ა.შ. ეს არ არის სახელმწიფოს ლეგიტიმური მდგომარეობა, შესაბამისად ამ ვითარების გააზრებით, ვიმოძრაოთ რიგგარეშე არჩევნებამდე”,-თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.