კუბილიუსი: “ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია”

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი, Twitter-ით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო ახლა გზაგასაყარზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია. ყველა – ისე, როგორც მმართველი ძალა, ასევე, ოპოზიცია – უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნულ ერთობაზე. ისინი ატარებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე”, – წერს კუბილიუსი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share