„გავეცანი გიორგი გახარიას გადადგომის განცხადებას. ის არის პასუხისმგებლობის მქონე პირი და აცნობიერებს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას. გახარია აცნობიერებს ახლა არ არის პოზიციების რადიკალიზების დრო, არამედ ჭრილობების შეხორცების და წინსვლის დროა.
ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, უარყოფითი ზეგავლენა ექნება ბიზნეს გარემოზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ბიზნესის, ბიზნესმენებისა და ინვესტორების ნდობაზე.
თუ გახარიას რადიკალური პირი შეცვლის, მაშინ ეს ნამდვილად უკან სვლა იქნება, თუ კი მას თავდაჭერილი ადამიანი ჩაანაცვლებს, მაშინ შესაძლოა, მართლა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც საქმეს და ქვეყანას წინ წაიყვანს“, – განაცხადა ფადი ასლიმ.