ტვ “კავკასია” – ს დირექტორი, ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს სახლში წასვლას ურჩევს:„მე რომ ბიძინა ვიყო მშვიდად, წყნარად ავდგებოდი, ბოდიშს მოვიხდიდი და წავიდოდი. ორ კვირაში ამ უბედურების და ქაოსის ფონზე რომც მოიპოვოს რამე უპირატესობა, ორიოდ თვეში ისეთ ქარიშხალს მოიწევს, პირადი უსაფრთხოების პრობლემაც კი შეექმნება. უფასოდ გირჩევთ ბატონო ბიძინ, შეეშვით ნაცვლიშვილის რჩევებს, აქამდე რომ მრავალი მილიონი გიჯდებოდათ. ამის მერე ისეთი ფასი დაგიჯდებათ, ფულადი ექვივალენტი რომ არ გააჩნია. ყველა, ვინც საპირისპიროს გირჩევთ უბრალოდ თქვენი აგონიის გახანგრძლივებით რამდენიმე ზედმეტი მილიონის შოვნას გეგმავს. მეტი არაფერი“.- წერს ჯანგირაშვილი.
მსგავსი სტატიები
- 69
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 56
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 55
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
- 55
პარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…