ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ინტენსიური თოვის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
ამ წუთებში შესაბამისი ტექნიკა მუშაობს ჩოჩხათის, აცანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ ფილიალში გვითხრეს, ტექნიკური ჯგუფი გასულია და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.