ნატანებს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ვერ აღუდგება

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება  ცნობილი, ნატანებს დღეს დენის მიწოდება ვერ აღუდგება.რაც შეეხება სოფლ ბაილეთს, როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” გვითხრეს, იმის გამო რომ წაქცეული და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ამდრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,  დიდი ალბათობით ვერც ამ სოფელს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება დღეისთვის.

შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება.

წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო სადენები.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ნატანების, კონჭკათისა და სოფელ შრომის რამდენიმე უბანს.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share