მე ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას, ეს არის ის, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი – ზურაბიშვილი

“არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი [ოპოზიციის] გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი, გვეყოფა რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი.

გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ  პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში. ასევე, ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას. ყველა, ვინც არის ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ საზოგადოებრივი ბრძოლა. კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არა, დაქსაქსულები ვართ და არ ღებულობს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას.

ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი რამდენადაც შეიძლება კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი. ”

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share