უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ჩვენ ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. დიდი მადლობა კირ სტარმერს დღევანდელი შეხვედრისთვის. მშვიდობის შესაძლებლობა ახლა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული – სწორედ მას მართებს თავდასხმების შეწყვეტა”, – წერს ოლაფ შოლცი.