ოზურგეთელი ”თეთრი პრინცის” ოქროს ქამარი კიკბოქსინგში

,, თეთრი პრინცის” კიდევ ერთი ოქროს ქამარი!
14 მარტს სომხეთის დედაქალაქში, ერევანში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში, რომლის მთავარი ტიტული და ჯილდო ოქროს ქამრის მოპოვება იყო, მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენმა ფრიდონ ჩხარტიშვილმა. ( თეთრმა პრინცმა ) ფრიდონმა, როგორც ყოველთვის მთელი ტურნირი საუკეთესოდ ჩაატარა, ფინალში ირანელ მეტოქესთან იბრძოლა, და დამსახურებული გამარჯვება, ოქროს ქამარი მოიპოვა!
 მწვრთნელები : დავით სარიშვილი, ნიკოლოზ ქაჯაია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share