მაია ასათიანის მიმართვა კოლეგებს: როცა ტერორი იწყება, რეჟიმი ჯერ ჭამს მოწინააღმდეგეებს და შემდეგ გადადის მომხრეებზე

“იქნებ დღევანდელი დღე გახდეს ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ თუნდაც მინიშნებით, თუნდაც გაკვრით, თითოეულმა თქვენგანმა თავისი პოზიცია გამოამჟღავნოს“- ასე მიმართა ჟურნალისტმა მაია ასათიანმა კოლეგებს სამთავრობო არხებზე, რომლებიც მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის გვერდით არაერთი დღე მუშაობდნენ.

როგორც ასათიანმა განაცხადა, თითოეულმა მათგანმა კარგად იცის, რას ნიშნავს იყო რეჟიმის მსახური და ისიც იცის, რომ “როცა ტერორი იწყება, რეჟიმი ჯერ ჭამს მოწინააღმდეგეებს და შემდეგ გადადის მომხრეებზე“.

”მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო სამთავრობო არხებზე, თქვენ შეიძლება კომფორტის ზონაში ხართ ახლა, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანი მუშაობდა “იმედშიც“ და “რუსთავი 2“-შიც წლები, დღეს მის წინააღმდეგ არის აღძრული სარჩელი. თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს იყო რეჟიმის მსახური, ასევე კარგად იცის, როცა ტერორი იწყება, რეჟიმი ჯერ ჭამს მოწინააღმდეგეებს და შემდეგ გადადის მომხრეებზე, როდესაც აღარავინ დარჩება დასაჭერი და დასაჩაგრი, რეჟიმი დაიწყებს თავისი მომხრეების ჭამას. თქვენ მუშაობდით ნანუკას გვერდით, მის წინააღმდეგ არის ახლა სარჩელი და მას რომ წაიკითხავ, ბენ ლადენი გეგონება, ეს არ არის საკმარისი მიზეზი რომ კოლეგიალობა გამოიჩინოთ? ჩვენ ხომ ერთი სისხლისანი ვართ, ჩვენ ხომ მეოთხე ხელისუფლება ვართ. იქნებ დღევანდელი დღე გახდეს ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ თუნდაც მინიშნებით, თუნდაც გაკვრიოთ, თითოეულმა თქვენგანმა თავისი პოზიცია გამოამჟღავნოს“, – განაცხადა ასათიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share