“ოცნების” დანაშაულებრივ ჯგუფს მოქალაქეების ერთიანობის ეშინია – ეკა გიგაური ფონდების საქმეზე

“ქართული ოცნების” ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობით ცდილობს, გაუსწორდეს ევროპული მომავლის მცველებს – ასე აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ფონდების დაყადაღების საქმეს.

მისი თქმით, აღნიშნულ ინსტიტუტებს აშინებთ საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობა და სოლიდარობა.

გვაქვს საქმე ორგანიზებულ, დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელიც არის შექმნილი „ქართული ოცნების“ მიერ და ისინი სხვადასხვა ინსტიტუტების და ადამიანების ჩართულობით, ცდილობენ, რომ გაუსწორდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ სახელმწიფოს ინსტიტუტებს და რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუტები დავალებებს იღებენ „ქართული ოცნებიდან“, მათ ადარდებთ და ეშინიათ სოლიდარობის, ემპათიის მოქალაქეებს შორის. ეს არის, რაც მათ აშინებთ, იმიტომ შეეშინდათ, იმიტომ უცბად რაღაც გადაწყვეტილებები მიიღეს, რა თქმა უნდა უკანონო, არანაირი საფუძველი ამას არ აქვს, – ამბობს ეკა გიგაური.

ცნობისთვის, “ნანუკას ფონდის”, “ფროსფერითი ჯორჯიასა” და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.   

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share