საქველმოქმედო ფონდების დაყადაღების საქმეს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეპრესიების გაგრძელებად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნება” სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით მოქალაქეებში შიშის დათესვას ცდილობს.
ლომჯარია მიიჩნევს, რომ რეპრესიებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგაოდების ერთიანობით არის შესაძლებელია.
ამ ფონდების დაყადაღება სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ, ეს არის რეპრესიების გაგრძელება, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ინსტიტუტების გამოყენებით და ჩართულობით საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ზოგადად, რეპრესიის მიზანი ეს არის, პირველ რიგში, ალბათ შიშის დათესვა და გავრცელება საზოგადოებაში და ალბათ რითაც შეიძლება ებრძოლო რეპრესიებს არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მოყვეს კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, ერთიანობა, – ამბობს ნინო ლომჯარია. ცნობისთვის, “ნანუკას ფონდის”, “ფროსფერითი ჯორჯიასა” და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.