„ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს“ – ნინო ჯანგირაშვილი

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

ქოცების ყველა ბარბაროსობა ჩვენი ძალის დემონსტრირების შანსს გვაძლევს. მე არ ვიცი ზუსტად ვინ იყო დაყადაღებული ფონდების შემომწირველი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი ჩვენი ძალა ვაჩვენოთ. დღემდე დიდი ბუღალტერიაა პროტესტის მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით გაჩაღებული. შეგვიძლია ეს საკითხიც გავარკვიოთ პარალელურად და თან სასარგებლო საქმეც გავაკეთოთ, ისე რომ არავის არ დააწვეს ზედმეტ ტვირთად ეს პროცესი:შეიქმნას ახალი სოლიდარობის ფონდი და ყველამ, ვინც პროტესტს მხარს უჭერს თუნდაც 5 ლარი ჩარიცხოს. აქ რაოდენობა იქნება მთავარი და დარწმუნებული ვარ, რაოდენობა იქნება ისეთი შთამბეჭდავი, რომ თანხაც შთამბეჭდავი გამოვა. ყოველთვიურად საწევროსავით გადავიხადოთ, სანამ დიქტატურას არ დავამარცხებთ, ვისაც რამდენი შეუძლია. იმ ადამიანებმა უნდა დააორგანიზონ მართვა, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნანუკა მახსენდება, ოღონდ ამ გოგოს ძალიან ფრონტის წინა ხაზზე ვუშვებთ და ყველა დარტყმა მასზე რომ არ მოვიდეს სხვები შეეხიდონ. ერთს დააყადაღებენ, გაიხსნას მეორე – სოლიდარობა 2, სოლიდარობა 3 და ა.შ. შეიძლება სხვანაირადაც გაკეთდეს, მოკლედ უამრავი დეტალის მოფიქრება შეიძლება. უბრალოდ მთავარი უნდა იყოს ის, რომ პროტესტის მხარდამჭერთა რაოდენობა ფიქსირდებოდეს მუდმივად, ყოველთვიურად და ე.წ. დემოკრატიის საწევრო ვიხადოთ ვისაც რამდენი შეგვიძლია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share