გერმანულმა ტელეკომპანიებმა გურულ აქტივისტებზე დოკუმენტური ფილმი მოამზადეს

გერმანულმა ტელეკომპანია “არტემ” ეთერში გაუშვა გერმანული ტელეკომპანია “CDF”-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ქართველ სამოქალაქო აქტივისტებზე – ირმა გორდელაძესა და ლადო აფხაზავაზე.

ორთავე ტელევიზია ძალიან პოპულარული და გავლენიანია –  პირველი შემეცნებითი არხია, მეორე ყველასთვის ცნობილია.

“ამ დოკუმენტურ ფილმს ველოდი სულმოუთქმენლად.

დიდი პატივია ევროპაში გაიგონ ჩემი მოკრძალებული ბრძოლებისა და აქტივიზმის შესახებ. ჩემთან ერთად მეგობრებისა და თანამოაზრეების.

გერმანულმა ტელეკომპანია “არტემ” გუშინ დღისით, ეთერში გაუშვა გერმანული ტელეკომპანია “CDF” ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.

Juliane Tutein ❤️
მადლობა ჯულიანს პროფესიონალიზმისა და სიყვარულისთვის, ასევე გადამღებ ჯგუფს.

გურია და საქართველო ძალიან შეუყვარდათ.

ჩემი ღვეზლებით უკვე შევედი ევროკავშირში: გერმანია, საფრანგეთი.

რეგიონალური ნებართვის შემდეგ დავდებთ ფილმს, რომელიც ასახავს ჩვენი ერთობლივი ბრძოლების საინტერესო ეპიზოდს.

ბრძოლა ბოლომდე!” – წერს აქტივისტი ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ:

დოკუმენტური ფილმი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share