შეხვედრაზე დაცული იყო კორონავრუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მხარდამჭერებს დაურიგეს პირბადეები, პოლიტიკოსები ჭადრების ბაღში შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ყველაზე დიდი კორონავირუსი არის ბიძინა, ბიძინა, რომ წავა კორონავირუსიც წავა, – ამბობს შეხვედრაზე მისული ერთ-ერთი ამომრჩეველი
ოზურგეთის ჭადრების ბაღში შეკრებილებს ონლაინ მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამაზე, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გეგმავდა.
“ნაციოანლური მოძრაობის”კანდიდატის შტაბის წევრები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო მათი მხარდამჭერების დევნა სხვადასხვა მეთოდებით: _ ხან ე.წ. ძველ ბიჭებს, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს გვიგზავნოამ, ხან ახლობლების სამსახურებიდან გაშვებით გვემუქრებიან, ზეწოლისას ბევრ მექანიზმს იყენებენ, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ეს ყველაფერი დასრულდეს და ქვეყანა ევროპულ გზაზე დაბრუმდეს, _ აღნიშნა საარჩევნო შტაბის ერთ_ერთმა წევრმა, გიორგი კვირკველიამ.