პუტინი საქართველოში თავის მოკავშირედ “ოცნების” რეჟიმს ხედავს – დეკანოიძე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “ქართულ ოცნებას” საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  ამბობს, რომ ომის დანაშაულებში მხილებული პუტინი საქართველოში თავის მოკავშირედ ივანიშვილის რეჟიმს ხედავს.

ხატია დეკანოიძე ოლიგარქის გუნდისა და ოფიციალურ მოსკოვში რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და აცხადებს, რომ “ოცნების” წარმომადგენლების მესიჯბოქსი რეალურად კრემლშია დაწერილი.

”ბიძინა ივანიშვილს ანგარიშვალდებულება და შიში აქვს პუტინთან. მას სჭირდება, რომ ფული აკეთოს, დაცულობის მექანიზმი ჰქონოდა. სააკაშვილს 12 წელი მიუსაჯეს, ჯანაშიას 12 წელი დაყადაღებული ჰქონდა ანგარიშები. აქ კი ოფშორებით ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა 400 მილიონით აზარალა, მეტი თუ არა. ივანიშვილს ქვეყანა არ აინტერესებს, მას აინტერესებს საკუთარი ფინანსური უსაფრთხოება. ყველას ნამცეცი გადაუგდო, რომ ეს ადამიანები თავის სამსახურში ჰყავდეს. პუტინი თავის მოკავშირედ ხედავს საქართველოში “ოცნების” რეჟიმს. ბევრი განცხადებები შემიძლია მოვიყვანო, რომელიც კრემლს ეკუთვნის და არა “ოცნებას”. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share