უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსულმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა – დავით ჩხაპელიას პირველი კომენტარი

უკრაინაში მებრძოლ დავით ჩხაპელიას რუსეთის მიერ ანექსირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ჩხაპელია “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო.

 

ქართველი მებრძოლი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში, ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლით საქართველოს ინტერესებს იცავდა:

 

ომის დაწყების დღიდან ვიყავი უკრაინაში ჩასული. ვიბრძოდი უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვიყავი ჩასული. გუშინწინ ვიგებ, რომ დონეცკის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მომისაჯა. ეს ერთგვარად სასაცილო არის ჩემთვის” – ამბობს ჩხაპელია “ტვ პირველთან” ინტერვიუში.
ჩხაპელიას თქმით, პუტინის მარიონეტული ე.წ. სასამართლო ევროპის ქვეყნებს მის გადაცემას ვერ მოსთხოვს, რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” მებრძოლი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდისგან “არაფერია გამორიცხული”.

 

გადაცემას რაც შეეხება, ისინი ევროპის ქვეყნებს ვერ მიმართავენ, “ოცნება” კი ყველაფერზეა წამსვლელი, ამათგან ყველაფერს მოველი.

მაგრამ როგორც კი საშუალება მექნება მაგისი, ისევ ჩავალ და ისევ ვიბრძოლებ უკრაინაში. განსაკუთრებული ქვედანაყოფი არის ქართული ლეგიონი, რომელიც იბრძვის. ძაან ბევრი ბიჭები გვყავს დაკარგული და დღემდე, ომის დაწყების დღიდან ჩართული არიან ბიჭები, წინა ხაზებზე იბრძვიან და რუსეთი სერიოზულ საფრთხეს ხედავს ქართულ ლეგიონში.ცნობისთვის, რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა დომენიკ მანგოსაც. ქართველი ბლოგერი რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის უზენაესმა სასმართლომ უკრაინის ომში დახმარების გამო დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share