ლანჩხუთის გურიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ მთავარ მწვრთნელად ლანჩხუთელი გიგა იმედაიშვილი დაინიშნა. პოსტზე მან ლევან ხომერიკისა და ვანო მახარაძის დუეტი შეცვალა. ახალგაზრდა სპეციალისტი ა ლიცენზიის მფლობელია, მუშაობდა „გურიასა“ და ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში, ბოლოს კი _ გვიმბალაურის აკადემიაში. გიგა იმედაიშვილი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მას გიგლა იმნაძე და გია გოგუა დაეხმარებიან. „გურია“ ნელ-ნელა იკრიბება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share