ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესს სასტიკად ნაცემი ახალგაზრდების, ლევან ხაბეიშვილის და დავით ქაცარავს ფოტოები აჩვენა და მსოფლიოს გასაგონად დაასახელა იმ მოძალადეეების სახელები, რომლებიც მისი თქმით, სასტიკ ანგარიშსწორებზე არიან პასუხისმგებელნი.
მან ასევე მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ არცერთი მოძალადე ივანიშვილსი რეჟიმს ამ დრომდე არ დაუსჯია.
”ეს არის ლევან ხაბეიშვილი, “პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ , ის სასტიკად სცემეს პროტესტის დროს, როდესაც ყველაფერი ლაივში გადაიცემოდა. მეორე დღეს, როცა ის პარლამენტში მივიდა, მან დაასახელა იმ პირების ვინაობა , ვინც ამ დანაშაულშია მხილებული, თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის დავალებით ზვიად ხარაზიშვილმა, ანუ “ხარებამ”, მათმა სისხლიანმა მწამებელმა აღასრულა. ეს არის დავით ქაცარავა , რომელიც მშვიდობიანი აქციის დროს სცემეს და სასიკვდილოდ მიატოვეს. მინდა ასევე გაჩვენოთ ქართველიხ ახალგაზრდობა, ეს არიან ქართველი ახალგაზრდები, ესენი არიან ჩვენი შვილები, მეგობრები, რომლებიც მშვიდობიანათ ითხოვდნენ თავისუფლებას. მაგრამ რეჟიმმა მათ ამ ძალადობით უპასუხა”, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
ევროსაბჭოს კონგრესში 101 ხმით საქართველოს შესახებ, ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.
ევროსაბჭოს “ქართული ოცნების” მისამართით რამდენიმე მოთხოვნა აქვს: პოლიპატიმრების გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანეტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და ასევე ჩანაწერია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.