გურიის მოამბე

სოფელ ბახვში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, დაწყებითი კლასის პედაგოგს  კორონავირუსი ამ საღამოს დაუდასტურდა.

ამის შესახებ სკოლის დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა და მოსწავლეები და მათი მშობლები გააფრთხილა.

„”სსიპ-წმინდა გაბრიელ სპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებების,მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის სიმპტომები,რის გამოც ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან, ორი კვირის მანძილზე სკოლა გადადის ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სწავლა გაგრძელდება ონლაინ გაკვეთილების არსებული ცხრილით რაც უკვე მოგეწოდათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერ პედაგოგი.

შეგახსენებთ დღეს გურიაში დილის მონაცემებით კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო საღამოს კიდევ ბევრი შემთხვევა დაემატა, მათშორისაა ლანჩხუთის მერის ინფიცირების ისტორიაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights