ერთხელ ძალიან წარმატებულ და შემდგარ ქალს ჰკითხეს, რაშია მისი საიდუმლო. მან გაიღიმა და თქვა: „წარმატება მაშინ მოვიდა, როცა გადავწყვიტე, პატარა ბრძოლები პატარა ადამიანებისთვის დამეთმო: შევწყვიტე ბრძოლა მათთან, ვინც ჩემზე ჭორაობდა… შევწყვიტე ბრძოლა ნათესავებთან… შევწყვიტე ბრძოლა სიყვარულისა და ყურადღებისთვის… შევწყვიტე უზრდელ ადამიანებთან ბრძოლა ჩემი უფლებებისთვის… შევწყვიტე ბრძოლა ყველას საამებლად… დავუტოვე ეს ბრძოლა მათ, ვისაც საბრძოლო სხვა არაფერი აქვთ. მე დავიწყე ბრძოლა ჩემი ხედვებისთვის. ჩემი ოცნებებისთვის, ჩემი იდეებისთვის, და ჩემი ბედისთვის. დღე, როდესაც წვრილმან ბრძოლებზე უარი ვთქვი- ეს არის დღე, როდესაც გავხდი წარმატებული და გაცილებით ბედნიერი. ზოგ ბრძოლაზე არ ღირს დროის ფლანგვა. აირჩიეთ ის, რისთვისაც თქვენ ჭკუით იომებთ.