უამინდობა და უშუქობა-ოზურგეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

უამინდობამ და თოვლმა ოზურგეთის რიგ სოფლებში პრობლემები შექმნა. “გურიის მოამბეს” ბაილეთიდან დაუკავშირდნენ, სადაც უკვე მეორე დღეა შუქი არ არის. სოფელში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს: “უშუქოდ ვართ მეორე დღეა და არც ვიცით როდის რა იქნება. როგორც ჩანს თოვლმა. ხაზები დააზიანა. იმედია მოგვხედავენ”. – გვითხრა ადგილობრივმა სატელეფონო საუბრისას.

თუ როდისთვის აღუდგება სოფელს ელექტრო ენერგიის მიწოდება, ამაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ გვაქვს.

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” გვითხრეს, ადგილზე სამუშაოდ ბრიგადა გასულია და დღის ბოლომდე შუქი უნდა ჩაირთოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: