“ვადამდელი არჩევნები და მოლაპარაკებები უნდა განიხილებოდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის გზად”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასათვის გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP)მიერ გამოქვეყნებულ პოსტს  აქვეყნებს  და სოციალურ ქსელში  წერს:
“ევროპის სახალხო პარტია (EPP) ნიკა მელიასთვის გამოტანილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
EPP “ტვიტერზე” წერს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელ გზად ვადამდელი არჩევნები უნდა განიხილებოდეს:
“რა სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიას დაკავების შესახებ, იღებს ახალ გადაწყვეტილებას რომ უფრო გაამძაფროს პოლიტიკური კრიზისი იმის ნაცვლად, რომ ეძებოს კომპრომისი და გამოსავლის გზები
საქართველო, რომელსაც შეუძლია იყოს ლიდერი , ირჩევს პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებას, შერჩევით სამართალს. ვადამდელი არჩევნები და მოლაპარაკებები უნდა განიხილებოდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის გზად”.- წერს სააკაშვილი.
May be an image of ტექსტი, რომელიც შეიცავს 'Cepp EPP @EPP It is regrettable that the Georgian authorities with the decision to arrest @NikaMelia5 have chosen to deepen the political crisis instead of looking for a solution & compromise. Cepp EPP @EPP #Georgia could be a leading country in the region but returns to persecution of political opponents, selective justice & instrumentalized judiciary. Snap elections & resumption of a dialogue between the government & the opposition should be considered a way out of the situation.'
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share