საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ Facebook-ზე დაწერა:”მომავალი პრემიერი – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო მმართველობაში გამოცდილი პიროვნება. მისი პრემიერობის დროს, საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ვიზალიბერალიზაცია მოიპოვა. ის იყო ძალიან წარმატებული შსს მინისტრი, წარმატებული თავდაცვის მინისტრი, სადაც ჩვენი ჯარისკაცების სამუშაო პირობები უმაღლეს დონეზე ავიდა. ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის, იდეალებისა და ღირებულებების სახე. მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი, თქვენ იქნებით ის პრემიერი ვინც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. წარმატებები”.-წერს ბერიძე.
მსგავსი სტატიები:
“მე ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიყავი და ახლაც ვრჩები ასეთად”
ბინა გუდაურში, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები-ვასილ მაღლაფერიძის ქონება
გოგი თოფაძე: “ქართული ოცნება არის ყველაზე კაი პარტია ჩემთვის”
ტურისტებისთვის კომენდანტის მოხსნის განხილვა შეიძლება, აღსრულება რთული იქნება
“იმ ადამიანების რიგს ვეკუთვნი, ვისაც “ნაციონალებთან” ომში თავი გაწირული ჰქონდა”
“უმწეობა გვამონებს, სად გაქრა ჩვენი სიამაყე”?
დეპუტატობისას მქონდა განცდა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ვიყავი – წულუკიანი
“როგორც ჩანს, საქართველოს მართვისთვის მზად იყო” ნაციონალური მოძრაობა”