საარჩევნო ასაკის მქონე, 9 075 გამოკითხულიდან, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 55.6%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19.8%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ – ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კვლევა, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, კომპანია Survation-მა 12-29 სექტემბერს ჩაატარა,
უფრო ზუსტად, ხმები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება -55,6%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%
ევროპული საქართველო -5,2%
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%
პატრიოტთა ალიანსი- 3,8%
ლელო -3,1%
ლეიბორისტული პარტია -2,7%
გირჩი -2,1%
ერთიანი საქართველო 1,1%
თავისუფალი დემოკრატები 0,2%
სხვა -1,3%
კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph – ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.