მზად ვართ გავმართოთ მოლაპარაკებები – “ნაციონალური მოძრაობის საგანგებო განცხადება”

“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    “საქართველოში სტუმართმოყვარეობის ადათი, არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე!”“მახსოვს წლების წინ, საკმაოდ დიდი ხნის უკან მართლაც რომ უდიდესი მუსიკოსის და მსოფლიო მოქალაქის იური ბაშმეტის კონცერტის დროს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა, გარეთ საპროტესტო განწყობით მოსულმა მოქალაქეებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს, ხმა დარბაზშიც შედიოდა, რამაც ხელი შეუშალა გია ყანჩელის ჩუმი და გარინდებებით სავსე ნაწარმოების შესრულებას. მაშინ ორაზროვანი განცდა მქონდა, ერთის მხრივ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 100
    "სტრასბურგში საჩივარი შევიტანეთ 2009 წელს "- ადამიანები ვინც ამ გადაწყვეტილების მისაღებად იბრძოლაიუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 100
    რა დასკვნა დაიდო ადამიანების უფლებების დარღვევაზე- HRC 2020 წლის ანგარიშიადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 100
    პოლიტიკა ჩვენი თამაშია? - რატომ იქცევა ხელისუფლება ასე აგრესიულადჰკა მაგათო", გაისმა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ისევ გაცოცხლდა: ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს დაჭერით ემუქრებიან; გვარამიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომები კვლავ ჩაინიშნა; რურუა ციხეში რჩება; მელაშვილს, ილიჩოვას და მათთან ერთად მთავარ ოპოზიციურ ძალას სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გარეჯის გაყიდვაში გაორმაგებული ძალისხმევით ადანაშაულებს; ამასობაში, პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა ლამისაა ბულდოზერი გადაატარა ელისაშვილს,…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა