საქართველოში კოვიდმოხდილი ადამიანი ისევ დაინფიცირდა. შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. 35 წლის ჯუბა ბერძენიშვილმა კოვიდიფექცია 2 თვის წინ გადაიტანა. ის მკურნალობას ბათუმში, კოვიდკლინიკაში გადიოდა. მისი ინფორმაციით, სიპტომები, 2 დღის წინ გამოუვლინდა და ჯერ სრწაფი და შემდეგ პისიარტესტით კოვიდი ისევ დაუდასტურდა. _ “კოვიდკლინიკაში ვიყავი 2 თვის წინ. თითქმის უსიპტომოდ მოვიხადე. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, 2 დღის წინ მქონდა ყველა სიპტომი. ჯერ სწრაფი ტესტი ავიღე და დადასტურდა. პისიარიც გამიკეთეს და დადასტურდა”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯუბა ბერძენიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმში, კლინიკაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას არ უარყოფენ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში, სადაც დამატებითი კვლევების პასუხებს ელოდებიან.