საარჩევნო ბლოკის “ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრი, მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” წევრები მზად არიან, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში უმრავლესობა დატოვონ.
დუმბაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია, მას მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” წევრებისგან აქვს.
” მე მაქვს კომუნიკაციები მუნიციპალიტეტში, ქართული ოცნების იმ წევრებთან, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენენ. როგორც კი გართულება დაიწყება ღარიბაშვილის მხრიდან, როგორც კი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, როგორც კი პოლიცია გამოჩნდება, როგორც კი სპეცრაზმელი გამოჩნდება, უნდა ელოდონ “ქართული ოცნება” საბოლოო და სრულ ჩამოშლას. ეს პროცესი არის დაწყებული, გახარიამ დაიწყო, რა მოხდა ახლა დასავლეთში ნახეთ. უკვე პირველი სიგნალები არის და მე მაქვს შიდა სიგნალები, რომ გართულების შემთხვევაში ისინი დატოვებენ ქართულ ოცნებას”,-თქვა მურმან დუმბაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 19 თებერვალს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ზურაბ ბიგვავამ Facebook-ზე დაწერა, რომ მან საკრებულოში “ქართული ოცნების” უმრავლესობა დატოვა.