ლელო საქართველოსთვის წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა: “”ქართული ოცნება” მარტივ მამრავლებად არის დაშლილი. ამით ცდილობენ ერთიანობის წარმოჩენას. ღარიბაშვილი ვინ არის ყველამ კარგად ვიცით, რეები ასოცირდება მასთან. ვინც არ უნდა მიეყვანა ივანიშვილს ყველა პოპულარული იქნებოდა. მედროვეთა არმია არის. ბიძინას თავის ზებრა რომ წარედგინა პრემიერმინისტრობის კანდიდატად, ისეთივე აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ზებრას მიმართ”.-განაცხადა სამუშიამ.