როგორია გურიაში უამინდობის გამო შექმნილი მდგომარეობა?

გასული ორი დღის განმავლობაში გურიაში მოსული ნალექის შედეგად რიგ სოფლებში გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება არის შეფერხებული. ამ დროის მონაცემებით, რეგიონის ყველა ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზა არის გაწმენდილი და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. რაც შეეხება სოფლებში არსებულ შიდა გზებს, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, კერძოდ: ნატანებში, შრომაში, კონჭკათში, მერიასა და თხინვალში. ჯამში, მუშაობს შიდა გზებზე შვიდი ერთეული ტექნიკა, ცენტრალურ გზებს კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასუფთავებს. ოზურგეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა სოფელ სილაურსა და ბაილეთში.
ელექტროენერგიის გარეშე რჩება კონჭკათი, შრომა, ჯუმათი, თხინვალი, ნატანების უბნები. ჯამში, 600 აბონენტი. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ყველა პრობლებურ ადგილზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია სოფელ ორაგვესა და მამათის ცენტრამდე.
ელექტროენერგიის გარეშე რჩება ქვედა მამათი, სადაც მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები. აგრეთვე, ელექტროენერგიის გარეშეა სოფელ მოედანში შრომის უბანი, სადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და მიმდინარეობს ახალი ბოძების მონტაჟი. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში
ელექტროენერგიის გარეშეა დაახლოებით 450 აბონენტი, რომლებსაც შუქის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგებათ.

ოფიციალური ინფორმაცია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share